კელი დეგნანი: გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს მიღწევები შთამბეჭდავია

Read Time:48 Second

დღეს, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

„ჩვენ ვისწრაფვით ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც ჩვენი შვილების ცხოვრებას ვისურვებდით, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, თავისი წვლილი შეიტანოს და სარგებელი მიიღოს საზოგადოების წინსვლითა და განვითარებით. შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით; 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს – კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2019 წელს – სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული; განსაკუთრებით – სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

წელს, ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ონლაინ ტარდება და მოიცავს ორ ძირითად თემას: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს
Next post გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია