კახი კავსაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა

Read Time:1 Minute, 26 Second

დღეს, 5 ივნისს კახი კავსაძის დაბადების დღეა. მსახიობს 88 წელის შეუსრულდებოდა.
თბილისის ნოდარ დუმბაძის ასახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი ვრცელ, ემოციურ მიძღვნას აქვეყნებს.

„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ. მარადჟამს თქვენი კახი კავსაძე“,- ასე სრულდება წიგნი, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ გამოვეცით მე და ჩემმა მეუღლემ და რომელიც კახი კავსაძის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ეძღვნება. შეგნებულად არ დავწერე სიტყვა – მოღვაწეობა! კატეგორიული უარი მითხრა თავად მან – მე არ ვმოღვაწეობ, მე ვმუშაობ, ვეძებ, ვიბრძვი შემოქმედებითი სრულყოფისთვის… ვიცი, რომ ამას ვერ მოვახერხებ, თუმცა ცდას არ დავაკლებო. არც დაუკლია ცდა!

მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე „პატარა უფლისწულში“ მონაწილეობა. იმ პატარა მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება კახი კავსაძის მასშტაბის არტისტს ცოცხალს რომ მოესწრო. კახიც დაუზარებლად საათობით იდგა სპექტაკლის შემდეგ ფოიეში, გასცემდა ავტოგრაფებს, იღებდა სურათებს და მისით აღფრთოვანებულ პუბლიკას დღესასწაულს უხანგძლივებდა.

თავადაც ხომ ასეთი იყო – დღესასწაული კაცი! მოკვდა? ვსვამ ამ შინაარსგამოცლილ კითხვას… არა ბატონებო! არტისტი მხოლოდ გარდაიცვალა! მის ხელოვნებას, მის ჯიშს, ნიჭს, ენერგეტიკას სიკვდილი არ უწერია!“,- ამბობს დიმიტრი ღვთისიშვილი.

„ერთმა დიდმა რეჟისორმა მითხრა შენ შემთხვევით ხარ მოხვედრილი თეატრშიო – და მე ცხოვრების მიზნად დავისახე იმ რეჟისორს ჩემთვის არტისტი ეწოდებინა და ჰოი საოცრებავ… მოვდივარ მანქანით… იმ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ და ეს რეჟისორი აგერ ქუჩაში არ მოსეირნობს?!. გავუჩერე მანქანა. ჩავისვი… მოვიკითხეთ ერთმანეთი… შეკითხვას შეკითხვა მოჰყვა და უცებ ვკითხე – თეატრში როგორ მიდის საქმეები მეთქი… იცით რა მიპასუხა? კახი ერთი-ორი შენნაირი არტისტი რომ მყავდეს, უკეთ იქნებოდა ჩემი საქმეო. ისეთი მუხრუჭი დავარტყი, კინაღამ ორთავე მანქანიდან გადავცვივდით… ამას თქვენ ჩემზე ამბობთ მეთქი? რატომ გაიკვირვეო? როგორ, თქვენ არ მეუბნებოდით, რომ თეატრში შემთხვევით ხარ მოხვედრილიო? სასტიკად იუარა – მსგავსს როგორ ვიტყოდიო. ეს რეჟისორი დიდი მიხეილ თუმანიშვილი გახლდათ და მე მადლიერი ვარ მისი, რომ მომცა ცხოვრების მიზანი, მიმეღწია იმისთვის, რომ მას ჩემთვის არტისტი ეწოდებინა“,- იხსენებდა კახი კავსაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე მოხვდა
Next post ნიკა გვარამია: ჩემი მხარდაჭერა ილიაუნის! ჩემი მხარდაჭერა ნინო დობორჯგინიძეს!