კახეთში 3 ადამიანი დაჭრეს

Read Time:19 Second

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ , რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სუფრასთან მყოფმა ერთმა პირმა, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი ადამიანი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: შარშან, ჩინეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა
Next post ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს