შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ , რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
სუფრასთან მყოფმა ერთმა პირმა, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი ადამიანი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.