კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

Read Time:27 Second

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მთავრობის მეთაურმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთის ყოფილი გუბერნატორი: გადავდივარ ახალ სფეროში, ვრჩები სახელისუფლებო გუნდში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში
Next post ზურაბ აზარაშვილი: 5 000-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად, ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება