კახეთის ყოფილი გუბერნატორი: გადავდივარ ახალ სფეროში, ვრჩები სახელისუფლებო გუნდში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში

Read Time:1 Minute, 48 Second

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რეგიონში ახალ რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი წარადგინა.

პრემიერის ყოფილი რწმუნებული ირაკლი შიოშვილი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

,, ჩემო კახელებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა. გადავდივარ ახალ სფეროში, რა თქმა უნდა, ვრჩები სახელისუფლებო გუნდში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში.

კახეთი ჩემთვის მშობლიური სახლია. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 6 წლის წინ დავბრუნებულიყავი თელავში და დავინიშნე გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, მას შემდეგ, გავხდი სახელმწიფო რწმუნებული. განვლილ 6 წელს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ხანას დავარქმევ, რადგან, როგორც თელაველ, კახელ კაცს, მერგო პატივი მემსახურა ჩემი კახელებისათვის და მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა ჩვენი კუთხის განვითარების საქმეში.

ჩემი, როგორც რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა კოვიდპანდემიის დროს მოხდა. 24 საათიან რეჟიმში პანდემიის მართვისას, ჩემი და ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, კახეთში დავნერგეთ ტელემედიცინა, რაც ჯანმოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის ადგილზე მართვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი.

პანდემიის მართვის კვალდაკვალ, მქონდა ამბიცია, რომ რეგიონის ეკონომიკის მამოძრავებელი არცერთი დარგი არ შეფერხებულიყო. დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის მიუხედევად, კახეთში არ შეფერხებულა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება – რეალიზაცია, არ შეჩერებულა ტურისტული დანიშნულების ახალი ადგილების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა. წელს, იუნესკომ ორი ბიოსფერული რეზერვატი აღიარა, ორივე რეზერვატი კახეთის რეგიონში მდებარეობს. 2022 წელს, კახეთმა ზედიზედ, მეოთხედ სუფთა რეგიონის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს დიდი იმედის საფუძველს, რომ კახეთი, როგორც ლიდერი რეგიონი დამსახურებულად დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტულ რუქაზე.
ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ძლიერი, განვითარებული რეგიონები განაპირობებს. მსურს, წარმატება ვუსურვო ბატონ პრემიერს, თითოეულ რეგიონს, ჩემს კოლეგა სახელმწიფო რწმუნებულებს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ჩაბმულია ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ფერხულში.

ვუსურვებ წარმატებას რეგიონის რვავე თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და მათ თანამშრომლებს, მადლიერებას გამოვხატავ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვინც ჩემთან ერთად, ერთიანი ტემპითა და შემართებით ყოველდღიურად ზრუნავდა, იმისათვის, რომ კახეთის რეგიონი სამაგალითო ყოფილიყო.

კიდევ ერთხელ, გამოვხატავ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩემი კახეთისა და აქ მცხოვრები ძლიერი, მშრომელი, მართალი ადამიანებისადმი. ღრმად მწამს, რომ კახეთის განვითარება არ შეჩერდება, ვუსურვებ წარმატებას ახალ ხელმძღვანელს ახალ ასპარეზზე.
ჩემი ტრავმის გამო, რაც გამოწვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, არ ჩამოვშორებულვარ საქმეს, ძალიან სწრაფად გავიარე რეაბილიტაცია, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. თუმცა, კვლავ მესაჭიროება სრულყოფილი მკურნალობა, რაც ერთ- ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ჩემი თანამდებობიდან გადადგომისთვის.

ვრჩები ჩემი მშობლიური კუთხის ერთგულ გულშემატკივრად.”-წერს ირაკლი შიოშვილი სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ და მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს
Next post კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა