კახა კუჭავა: ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა

Read Time:45 Second

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა და ჩვენი დიდი გულისტკივილია. დარწმუნებული ვართ, განვითარებით ჩვენ მალე ვიამაყებთ ერთიანი საქართველოთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მჯერა, რომ სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას. 2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია- უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და კიდევ უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში და არა მხოლოდ ამ კუთხეში, არამედ მასთან დაკავშირებულ იმ პატარა სოფლებში, სადაც ის უნიკალური ტრადიციებია, რომლის ნახვაც სურს და იზიდავს ყველას. დარწმუნებული ვარ, ამისათვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულო.

ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მჯერა, კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს, რითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ საქართველო.

მისი ხელმძღვანელობით, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და 4 წლის შემდეგ ვიამაყებთ შედეგებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს დაწყებული საქმე
Next post ნათია თურნავა – ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება