კახა კუჭავა – შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ

Read Time:1 Minute, 4 Second

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მან თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და საკითხზე გუნდში ამ დროიდან საუბრობდნენ.

მისივე თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

„როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ უფრო მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია, ბოლომდე ვისაუბროთ. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან ყველა თანამშრომელს და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა. ამასთან, კახა კუჭავამ მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

„არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფლიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით განახორციელებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდი და მთლიანად საქართველო“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინგა გრიგოლია პაპუაშვილზე: ვიღებ მილოცვებს, იმდენი “ვიჩალიჩე”, ჩემი ამუნია პარლამენტის თავმჯდომარედ დავანიშნინე
Next post საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს