კახა კუჭავა: ყველა პარტია თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს

Read Time:47 Second

ყველა პარტია თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს, – ამის შესახებ „ქართულო ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი კოლეგები ელოდებიან, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით გაგრძელდება და ყველა მხარე შეეცდება, კომპრომისული ნაბიჯი გადადგას.

„ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია ყველას მხრიდან, რაც ალბათ, ყველამ უნდა გავიგოს. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში და ეს უკვე კომპრომისია, ეს ვერ იქნება კომპრომისი და არც არის კომპრომისი. საუბარია კომპრომისზე ყველა პარტიის მხრიდან. რა თქმა უნდა, როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პარტიებიც, არა მხოლოდ დიდი, არამედ პატარა პარტიებიც, ყველა უნდა გამოვიდეს თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით გაგრძელდება. ყველა მხარე შეეცდება, კომპრომისული ნაბიჯი გადადგას. შესაბამისად, შედგეს შეთანხმება, რომლითაც საქართველო, როგორც რეგიონალური ლიდერი და მაგალითი დემოკრატიისთვის, პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს“, – განაცხადა კუჭავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგი კაპანაძე – ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ
Next post თამარ გაბუნია: თუ ვაქცინების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ მომდევნო დოზების მოწოდება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს