კახა კუჭავა სოციალურ კოდექსზე: ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას

Read Time:1 Minute, 0 Second

ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სოციალური კოდექსზე მუშაობის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთვება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რომელშიც პარლამენტი პირველივე დღიდან ჩაერთვება. ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რა კეთდება. აუცილებელია ყველა იმ საკითხის ერთ სისტემაში მოქცევა, რაც იქნება უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტი. თქვენ ახსენეთ ევროპის წამყვანი ქვეყნები, სადაც ეს კოდექსი მოქმედებს, მათი მოსაზრებების გაზიარება, მათი ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. როგორც სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში, ისე პარლამენტში განხილვების დროს უზრუნველყოფილი იქნება სრული ინკლუზიურობა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, გამოცდილება და აქვს მოსაზრებები, როგორ გავაკეთოთ კიდევ უკეთესად რეფორმა, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ყველა იქნება ჩართული. საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ იმ ერთიანი მიზნის მიღწევას, 2024-ში განაცხადის წარდგენა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ვთქვათ, ჩვენ სრულიად მომზადებული სისტემა სოციალური დაცვის კუთხით და ეს იქნება ერთი კოდექსის სახით წარმოდგენილი, ისე, როგორც ეს არის განვითარებულ ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ ამ გარანტიას, რომელიც საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება მიღწეული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა
Next post ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 10-15 პროცენტია