კახა კუჭავა: სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

Read Time:22 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოა.

„მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო ლიტურგიას მეუღლესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სირცხვილის კორიდორი კახეთშიც მოუწყვეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო