კახა კუჭავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ფაქტია, რომ ეს ცვლილებები შედგა, ასე იქნება მესამე მოსმენაზეც

Read Time:1 Minute, 44 Second

ოპოზიცია უკვე ჩიხშია საიდან გამოსვლაც, ჩემი აზრით, მათ ძალიან გაუჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, კარგად ვხედავთ და გვესმის საერთაშორისო პარტნიორებისა თუ ფასილიტატორი ელჩების მოწოდება, რომ ყველამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ოპოზიციამ რომ განაცხადოს, რომ რადგან რურუამ მოგვიწოდა მივიღებთ გადაწყვეტილებასო და მეორე მხრივ, მაინც უარი რომ თქვან და არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობას, ამით შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოების მეტი კრიტიკა დაიმსახურონ, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ და გვესმის საერთაშორისო პარტნიორების თუ ფასილიტატორი ელჩების მოწოდება, რომ ყველამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ცალსახად არის ნათქვამი, ამიტომ არ ვიცი, მათთვის გამოსავალი რა შეიძლება იყოს. გამოსავალი იქნება ალბათ, 31 ოქტომბერი, როდესაც არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ისინიც საბოლოოდ დაისვენებენ“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პროპორციული წესით არჩევნების თარიღს გადმოწევდა და 2020 წელს ჩაატარებდა უკვე პროპორციული სისტემით არჩევნებს, მაგრამ ჩავარდა ეს ინიციატივა პარლამენტში.

„ცოტა შორს წავალ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო, რომ საბოლოოდ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულვიყავით და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ეს არათუ არ მოხდა, პირიქით 100/-50-ზე თანაფარდობა შეიცვალა 73/77-ზე. შემდეგ „ქართული ოცნების“ მართველობის დროს იყო მცდელობა, მაგრამ მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ვერ გავიდა ეს ცვლილება, 2017 წელს დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და მხარდაჭერა რომ ყოფილიყო 2020 წელს ჩვენ უკვე გვექნებოდა პროპორციული არჩევნები. საბოლოოდ, შეთანხმება, სადამდეც მივედით არის ის დიდი მიღწევა, რომელზეც ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის ერთიანი შეთანხმება, რომელიც ეფუძნება ხალხის ნებას, რომ 2024 წლამდე საბოლოოდ გადავიდეთ პროპორციულთან ყველაზე მიახლოებულ სისტემაზე და ამის შემდეგ სპეკულირება და ვაჭრობა გვეგონა, რომ ნამდვილად არ იქნებოდა. მითუმეტესფასილიტატორი ელჩების მხრიდან პირველი მოსმენის წინ პირდაპირი მოწოდება, რომ ყველამ აუცილებლად დაუჭიროს მხარი, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა, თუმცა რასაც აკეთებენ, ამით მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევიან.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იღებს, სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც მისცეს მას ხმა, მათ პირობა შეასრულეს და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს მიუხედავად ჩვენდამი კრიტიკისა. ფაქტია, რომ ეს ცვლილებები შედგა, ასე იქნება მესამე მოსმენაზეც და მხოლოდ ის მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში, ვინც მაინც გადაწყვეტს და არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას თვითონ უფრო დაზარალდება ვიდრე ამით სხვას დააზარალებს.“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული
Next post გიორგი გახარია – ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობა იძენს უფრო მეტ დატვირთვას