კახა კუჭავა: მადრიდში გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე

Read Time:36 Second

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.

„მადრიდში შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ შეხვედრები ჩემს კოლეგა სპიკერებთან. ამ ფორმატის გამოყენებით მნიშვნელოვანია საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარების პოლიტიკის უფრო დიდი მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან წარმატებით ვახორციელებთ და ყოველწლიურად მხარდამჭერი ქვეყნების კუთხით გვაქვს შედეგი. გვინდა ამ რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. ვიმსჯელებთ კოლეგებთან სავაჭრო კავშირებზე, ინვესტიციებზე და ტურიზმზე. არაღიარების პოლიტიკაზე საუბარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ გვექნება შესაძლებლობა პირისპირ შევხდეთ, ვიმსჯელოთ ამ თემებზე, უშუალოდ გავცეთ პასუხები შესაძლო კითხვებზე და დავარწმუნოთ ისინი პოზიციების სისწორეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ კუთხით გვაქვს წარმატებები და ეს კარგად არის ასახული გაეროს რეზოლუციების მხარდამჭერთა ყოველწლიურად ზრდაში“, – აცხადებს კუჭავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
Next post ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა