კახა კუჭავა: ვერ გვექნება ძლიერი საქართველო თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ქუთაისი

Read Time:1 Minute, 31 Second

ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება მეგობრობის, სიყვარულის, ხელოვნების, განათლების ქალაქი – სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი. დავით აღმაშენებელმა სწორედ ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება. ქუთაისი საქართველოს ისტორიაში სიმბოლოა ძლიერებისა. ამ ქალაქმა ბევრი გამოჩენილი ადამიანი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ კახა კუჭავამ ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქუთაისში ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოყო, რომელიც ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივით განხორციელდა.

„ჩვენ რეგიონები მოვიარეთ, ვნახეთ საინტერესო პროექტები, მაგრამ შეუდარებელია ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ქუთაისში მისი მნიშვნელობით. განათლება ჩვენი ქვეყნის მომავალია და ყველაფერს მივაღწევთ, როდესაც გვეყოლება ძლიერი, განათლებული, ჯანსაღი ახალგაზრდობა. ქუთაისის უნივერსიტეტი სრულად იძლევა ამის შესაძლებლობას. იგი არ არის მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს არის საშუალება, შევქმნათ ღირებულებათა მთელი ჯაჭვი. ახალგაზრდები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ, შემდგომ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან არა მხოლოდ დარჩნენ ქუთაისში, არამედ იზრუნონ იმისთვის, რომ ქუთაისი გახადეს კიდევ უფრო თანამედროვე და ძლიერი ქალაქი. ჩვენ ვერ გვექნება ძლიერი საქართველო, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ქუთაისი, რომელიც მეორე დედაქალაქია ისტორიულადაც და თავისი მნიშვნელობითაც. იგი ყოველთვის წარმოადგენდა უდიდეს დასაყრდენს მთელი საქართველოსთვის. დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქუთაისში. 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები, რომელიც თითქმის დასრულდა, თუმცა რჩება წყალარინების პროექტები და სხვადასხვა წყალსამაგრი, რიონისპირა თუ სახლების სარეკონსტრუქციო პროექტები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება, თუ გავითვალისწინებთ იმ განვითარებას და გეგმებს, რომელიც გვაქვს ქუთაისისთვის. ბევრი საინტერესო პროექტით გაგახარებთ, რითაც ქუთაისი ნამდვილად იქნება გამორჩეული არა მხოლოდ საქართველოში იმ ინოვაციური მიდგომებით, რომელსაც პირველ რიგში ახალგაზრდები შეძლებენ წარმოადგინონ.

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელმაც შეძლო ბოლო შვიდ არჩევნებში გამარჯვება და 2 ოქტომბერსაც ჩვენი ერთად ყოფნით შევძლებთ გამარჯვებას. ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, ხელოვნება, სპორტი თუ ბევრი სხვა, რითაც ქუთაისი იყო ძლიერი“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი, ეს დიდი ტრადიციების ქალაქი, დიდი ინოვაციების ქალაქი გახდეს
Next post ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობა საგარეო ვალს ამცირებს, ეს არის მნიშვნელოვანი მაკროფინანსური სტაბილურობისათვის