კახა კუჭავა: დღეს გენერალი კვინიტაძე განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს

Read Time:54 Second

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ნამდვილად ძლიერ ჯარს – იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს, ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ქართველისთვის და რომლებსაც ცხოვრება შესწირეს გიორგი კვინიტაძისნაირმა გმირებმა.

„დღეს ისტორიული დღეა – პატივს მივაგებთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. მის სახელს უკავშირდება ჩვენი ჯარის, იუნკერთა სასწავლებლის დაარსება. დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ნამდვილად ძლიერ ჯარს – იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს, ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ქართველისთვის და რომლებსაც ცხოვრება შესწირეს გიორგი კვინიტაძისნაირმა გმირებმა. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, ჩვენ კი გვაქვს საშუალება დავესწროთ მის მიბარებას იმ ადგილას, სადაც ძალიან ბევრი მამულიშვილი პოვებს განტევებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება, სიტყვით მომემართა ამ დღესთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი გენერლის ოჯახს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რათა ეს დღე დამდგარიყო და გიორგი კვინიტაძის ნეშტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შესწევს უნარი, იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლების ხარისხის განმტკიცებისთვის
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა