კახა კუჭავა – დიდი პატივია, ვიყო საბერძნეთში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენს მისწრაფებებს

Read Time:1 Minute, 6 Second

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საბერძნეთში, რომელიც არის დასავლური ცივილიზაციის აკვანი და დემოკრატიის დაბადების ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბერძნეთში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საბერძნეთში, რომელიც არის დასავლური ცივილიზაციის აკვანი და დემოკრატიის დაბადების ადგილი. ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ისტორია. მადლობელი ვარ თქვენი თბილი მასპინძლობისთვის. ვიზიტით ვიმყოფები ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს უკავშირდება. ამის თაობაზე მე პირადად ვისაუბრებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ გარემო იყოს დაცული და უფრო ჯანმრთელი ცხოვრება გვქონდეს. თუმცა პირველ ყოვლისა, მე აქ ვსტუმრობ ჩემს მეგობრებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მეგობრობა, ამ ქვეყანაში ქართველების ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობს. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, რომ რთულ პერიოდში თბილი გულით მიიღეთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციასთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება“
Next post ნიკა მელიამ მერის მოადგილეობის  კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე  დაასახელა