კახა კუჭავა განმარტავს, რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები

Read Time:28 Second

რადგან არის მოლაპარაკებები, მათ თავიანთი მოსაზრებები მოლაპარაკებების დროს უნდა თქვან, ცალსახად განცხადებების გაკეთება არაფრის მომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, რომელიც მანამდეც გავეცით – თუ დადასტურდება ერთი პროცენტით გადახრაც კი, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში
Next post ლევან იოსელიანი: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ძირითადი მტკიცებულებები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები, მათ ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე