კახა კუჭავა: ბოლომდე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური ვიყო

Read Time:45 Second

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ბოლომდე ეცდება, იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური.

„ის, რის დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება ნამდვილად გახდეს არა მხოლოდ კანონზე, რომელიც ახალი რეგლამენტით და ახალი კონსტიტუციით, ნამდვილად წარმოადგენს მიღწევას, დაინერგოს პრაქტიკაშიც. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, ერთ დღეში ვერ ხდება ნამდვილად კულტურის ცვლილება. ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური ვიყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენ და „ქართული ოცნებიდან“ ვარ არჩეული, ამ გუნდის ერთგული წევრი ვრჩები და ჩემი პირადი მოსაზრებები ყოველთვის მექნება, მაგრამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც სხდომა მიჰყავს, აუცილებელია, ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის იყოს ძალიან დაბალანსებული, ნეიტრალური და არ იყოს მიკერძოებული სხდომათა დარბაზში. ყოველთვის მექნება საშუალება ჩემი მოსაზრებები, ჩემი პოზიციები გამოვთქვა და ეს კენჭისყრებზეც დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ პარლამენტი ნამდვილად იყოს უფრო კონსტრუქციული, საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო მეტი თავშეკავება იქნება საჭირო და ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობდი და არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შევხვედრივარ
Next post ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა