კახა კახიშვილი: რეგიონში ნებისმიერი პარამეტრით ლიდერი ქვეყანა ვართ, არა მხოლოდ რეგიონში, ბევრი პარამეტრით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ

Read Time:1 Minute, 20 Second

რეგიონში ნებისმიერი პარამეტრით ლიდერი ქვეყანა ვართ, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მოწინავე ქვეყნებში ვართ და მეტსაც გეტყვით, ბევრი პარამეტრით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ და რომელზეც არის მოთხოვნა თუნდაც იმ 12 პუნქტში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც არ აქვს ჩატარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს კანდიდატის სტატუსის მიცემა არ უნდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, საბაბს მოძებნიან.

„დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ესენი სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსიო. ვისაც ისინი გულისხმობენ, სწორედ მათ უზრუნველყვეს იმ 12 პუნქტის შესრულება ძალიან მოკლე დროში, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ ვინმეს კანდიდატის სტატუსის მიცემა არ უნდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მიუხედავად არსებული დასკვნების, შეფასებებისა და განცხადებების, ყოველთვის მოძებნიან საბაბს.

როდესაც მაგალითად, ბატონი მაკრონი საუბრობდა, რომ მოლდოვაში საფრთხეაო, საქართველოში საფრთხე არ არის? საქართველოში რომ საფრთხეა, ასეთი საფრთხე მოლდოვაში საიდან არის? 20 პროცენტია ოკუპირებული და თბილისიდან 35-30 კილომეტრშია რუსის ჯარი დგას და ჩვენთან არ არის საფრთხე და მოლდოვაშია საფრთხე? მაგრამ ეს იყო საჭირო კონკრეტულად იმ მომენტისთვის, რომ ის ორი ქვეყანა ყოფილიყო კანდიდატი. იმიტომ რომ საქართველო ტერიტორიულად სხვაგანაა და იმ ქვეყნებს ჰყავთ ლობისტები. გაბედონ იგივე ევროპარლამენტარებმა, აქ დიდ გულზე რომ არიან და ან უკრაინასთან დაკავშირებით თქვან რამე, ან მოლდოვასთან დაკავშირებით. ომთან დაკავშირებით გასაგებია, ზოგადად ვიძახი, ასეთი მკვეთრი განცხადებებით არ გამოირჩეოდნენ ომამდე არც უკრაინისა და არც მოლდოვას წინააღმდეგ. იმიტომ რომ ლობისტები ჰყავთ, გეოგრაფიულად ფაქტობრივად ევროპაში არიან. პოლონეთი ლობირებს უკრაინელებს, მოლდოვას ლობირებს რუმინეთი. მოლდოვის მოსახლეობის 80%-ს რუმინული პასპორტი აქვს, იქ ვერ ბედავენ და ნახეს ახლა განტევების ვაცი საქართველო. ვისაც ტრიბუნა მოენატრება და თავის ქვეყანაში ტელევიზიაში საერთოდ რომ არ არის ნამყოფი, ლაპარაკობს, თითქოს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ
Next post პაატა ბურჭულაძე: “უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ხალხმა აირჩიოს თავისით”