კახა კახიშვილი: ბოიკოტი პირობითი ცნებაა, მეორე ტური მაინც შედგა

Read Time:1 Minute, 18 Second

ბოიკოტი პირობითი ცნებაა, ოპოზიციის განცხადების მიუხედავად, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მივეცი ხმა იმ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წარმატებულ და მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ბავშვების მომავალს და იმას, რომ საქართველოში ღირსება არასდროს აღარ შეილახება, – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება ვალდებული და რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვას. ამას მივეცი ხმა, სტაბილურობას, აღმშენებლობას, მშვიდობასა და ადამიანის მიმართ პატივისცემას. ბოიკოტი პირობითი ცნებაა, თქვენც მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად განცხადებისა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი ისევეა ასახული, როგორც მე. ასე რომ, მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მოვიდეს კიდევაც და ხმა მისცეს. ამომრჩევლებს აქვთ თავისუფალი ნება მივიდნენ და შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი, როგორც პირველ ტურში დაუჭირეს მხარი ქალბატონ ხატიას, ისე მივიდნენ და დაუჭირონ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი
Next post მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი, აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს საჯარო მოხელეები არიან და არჩევნებში მონაწილეობა ვინმემ აიძულათ