კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერიამ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა

Read Time:1 Minute, 21 Second

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ფლობს მიწას, კერძო მესაკუთრეა და უკანონო მშენებლობას საკუთარ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს. მუნიციპალიტეტს კანონით არანაირი უფლება არ აქვს, მივიდეს და დემონტაჟი განახორციელოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა „იმედის კვირასთან“ უნებართვო მშენებლობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 2017 წელს როდესაც უნებართვო მშენებლობების კუთხით დაიწყეს მუშობა, ბევრი პრობლემა იყო. კატეგორიების მიხედვით ჯარიმა მინიმალური იყო და 3 ათასიდან 12 ათას ლარამდე მერყეობდა.

„ვინც უკანონობას სჩადიოდა. მათ უღირდათ ამ თანხის გადახდა, რადგან შემდეგ უკანონო მშნებლობეებს ჩვეულებრივ აგრძელეებდნენ“, – დასძინა კალაძემ.

მისივე განცხადებით, შემდეგ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. შედეგად, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა 2017 წლიდან დღემდე კერძო მშნებლებს უკანონო მშნებლობებისთვის 80 მლნ ლარის კჯარიმა დააკისრა,

„რა თმა უნდა, ამანაც ვერ შეძლო უკანონო მშნებლობების გაჩერება და პარლამენტის მხარდაჭერით, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა წარვადგინეთ. ეს არის უკანონო მშნებლობების სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკანონო მშნებლობები შევაჩეროთ.

როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშნებლობის განხორციელება, ჩვენ გვაქვს პირდაპირ ვალდებულება, განვახორციელოთ დემონჟი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ფლობს მიწას, კერძო მესაკუთრეა და უკანონო მშენებლობას საკუთარ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს. მუნიციპალიტეტს კანონით არანაირი უფლება არ აქვს, მივიდეს და დემონტაჟი განახორციელოს. ამას კონკრეტული ოპოზიციური მედიასაშუალებები, ჩვენი ოპონენტები მიზანმიმართულად იყნებენ, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების სახით“, – განაცხადა კალაძემ.

უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერიას კიდევ ერთი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც, უკანონო მშენებლობა შეჩერდება მაშინაც, თუ მისი მწარმოებელი ჯარიმის შეტყობინებას არ ჩაიბარებს. პროექტი უკვე პარლამენტშია და ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე მუშაობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მალე დაიწყებენ.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი აქტის ჩაბარება არ ხდება იმ კონკრეტული საამშენებლო კომპანიების მხრიდან, რომელთაც უკანონო მშნებლობები აქვთ. აღნიშნული ცვლილების შედეგად შესაბამისი სამსახური მიიტანს ამ სამართლებრივ აქტს და საამშნებლო ღობეზე გამოაკრავს. ეს ჩაითვლება ჩაბარებულად, რაც საშუალებას მოგვცემს, დარღვევის ათვლა დავიწყოთ და ყველაფერი შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Next post განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა