კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

Read Time:54 Second

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს გამოსული იყო იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა დედაქალაქს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზიით გვადევნებდა თვალს და გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მოსვლა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რომელიც აქციაზე იგრძნობოდა.

„ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2019 წელსაც გვქონდა მასშტაბური აქცია, თუმცა 2012 წლის შემდეგ, ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. აქ არის ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი და სწორედ ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. დღეს კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირსპირდება „ქართულ ოცნებას“ და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ – სახელმწიფოებრობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, კულტურას. ნახეთ, უბრალოდ რა ლექსიკით საუბრობენ, რა სიტყვებით ესაუბრებიან საზოგადოებას. არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი – ეს არის ჩვეულებრივი სექტა, რაც გულდასაწყვეტია. ის მხარდამჭერებიც გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ამ ვითარებაში არიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომდევნო წლების განმავლობაში ერის გაერთიანებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუეს, დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე
Next post როდესაც ამ მასშტაბის მხარდაჭერა გაქვს, რა დაშინებაზეა საუბარი?! ამ შეკრებაზე იყო მუხტი – ირაკლი კობახიძე