სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

კახა კალაძე: 15 წლის გიგის ბიზნესის განვითარებაში დავეხმარებით

გუშინ ოთხი შვილის დედამ  თათო გვარიშვილმა  სოციალურ ქსელში პოსტი გაავცელა, რომელსაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა 15 წლის გიგი  ანთაძის საკითხი შეისწავლოს და თუ საჭიროა, ფინანსურადაც დაეხმარონ.

“15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში.

ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს. მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც თავისი ბიზნესი შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დამხმარებისთვისაც მზად ვიყოთ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

15 წლის გიგი ანთაძის დედის პოსტს  უცვლელად გთავაზობთ:

“არვიცი საიდან დავიწყო ამ ამბის წერა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა იცნობთ ჩემს შვილს, გიგის. გიგის აქვს ცერებრალური დამბლა, რაც გამოიხატება სიარულში და მცირემხედველობაში (მხოლოდ 7 % აქვს).

როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს არ ვიცოდით შეძლებდა თუ არა სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას. ყველა ხვდებით რა დღეები გამოვიარეთ სანამ მივხვდებოდით რომ ლაპარაკობს, აზროვნებს და ოდესმე გავლასაც შეძლებდა.

ყოველთვის ძალიან ცდილობდა მიეღწია ქუჩაში დამოუკიდებლად სიარულისათვის. დაახლოებით 8 წლის იქნებოდა როცა ქუჩაში ე.წ ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ხშირად მთხოვდა ვინმეს შვილის სკოლაში მოწყობას ან ვინმეს ქმრისთვის სამსახურს (გონია რომ ყველაფერი შემიძლია:) მეც ყველანაირად ვცდილობ ).

ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ამის ხათრით ივარჯიშა ბევრი და ჯოხით სიარულზე გადავიდა. რაღაც პერიოდი აზრი მიეცა ყოველ საღამოს. ჩადიოდა მიწისქვეშაში და თავის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა.

უკვე 2 წელზე მეტია რაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყოველ დილით (საკუთარი პენსიით დაიწყო) მიდიოდა სადგურზე ყიდულობდა ბუშტებს და რუსთაველზე ყიდდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მერე მივხვდი რომ ადამიანმა რომელსაც არ შეუძლია ძალიან ბევრი რამ რაც ჩვენ შეგვიძლია შეუძლებელი შეძლო. შეძლო ის რომ აქვს თავის ცხოვრება, ჰყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი და გულშმატკივარი, აქვს საკუთარი შემოსავალი და იმის საშუალება რომ კაფეში და რესტორანში დაპატიჟოს ვინც უნდა.

ბუშტები საახალწლო ნივთებმა ჩაანაცვლა, მერე ცივმა სასმელებმა და ა.შ. რამოდენიმე დღის წინ იყიდა ფრეშის საწური აპარატი და ახალი საქმეც მიეცა:)

დღეს დამირეკა მერიის ზედამხედველობის წარმომადგენელმა ძალიან კარგმა ქალბატონმა. ამიხსნა რომ ძალიან კარგად იცნობენ გიგის და ძალიან გულშემატკივრობენ, მაგრამ 1 აპრილიდან საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს თუ უნებართვოდ იდგება რუსთაველის გამზირზე (არადა რა ვქნა იქ რომ ვცხოვრობ). გიგი აღშფოთებული მირეკავს ეხლა და მთხოვს რამე მოუფიქრო ან თვითონ წავა მერიაში და მოითხოვს მისცენ ” წვენისწურვითი საქმიანობის უფლება”

მირჩიეთ რა შემიძლია გავაკეთო?

თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე  იქნებ რამე საშველი არსებობდეს იმის გათვალისწინებით რომ გიგი 15 წლის შშმ პირია და სახლთან ვაჭრობს? დამერწმუნეთ საერთოდ არ მომწონს გარემოვაჭრეებით გადატვირთული ქუჩები დსა ბევრად მერჩივნა ჩემს შვილს სხვა შესაძლებლობები და ინტერესები ჰქონოდა.” – წერს თათო გვარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატრიარქი შიო III – ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ცოდვის არსებობას და ჩადენას."ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების არ ცოდნა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ასეთი ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, არსებობს ბევრი ამის გზები და საშუალებები. და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას. ასე რომ, აი ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ ორ პროდუქტს, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომლის მირთმევაც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევია.„მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მასში ბევრი ნიტრატი, ნიტრიტი, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური წყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. საბოლოოდ, როცა ადამიანი გახდება 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ.მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს შემწვარი, მოიაზრება საქონლის. შემწვარი ხორცი ასევე ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას.თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მათთან ერთად, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მოიხმარო, იმიტომ, რომ მათში შემავალი ბოჭკოები შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს. ასე რომ, იკვებე უსაფრთხოდ,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

დონალდ ტრამპი – ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია, ეს იყო გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ს ევროპისგან ოდესმე მიუღია.„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ ახლახან მივიღეთ გრენლანდია, იცით ამის შესახებ, ხომ ასეა?“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.როგორც შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას გულისხმობდა.ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს. როგორც აღინიშნა, შეთანხმების მიზანია გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით ტრამპის არაერთი განცხადების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვა. დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის შეძენას არგუმენტით, რომ ის დაუცველია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ასევე რამდენჯერმე დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც დანიელებსა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.“პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია”- წერს ცოტნე ანანიძე.

გვანცა ქარჩავამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავა

დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გვანცა ქარჩავამ უშუში, ჩანცუანის კომბინირებულ შეჯიბრებაში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 17.700 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს პრიზიორს 0.339 ქულით ჩამორჩა.ქარჩავამ ფინალური დღე წარმატებით დაიწყო – დილის სესიაზე, გუნშუში, ანუ ჯოხით ვარჯიშში, 8.770 ქულა დაიმსახურა და მესამე პოზიცია დაიკავა. ამ დროისთვის მას მხოლოდ ეგვიპტელი სონდოს სონბოლი და ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო უსწრებდნენ.დღის მეორე ნახევარში მედლების მფლობელები ჩანცუანში, უიარაღოდ შესრულებული ვარჯიშის შემდეგ გამოვლინდნენ. ქარჩავამ მეორე გამოსვლისთვის 8.930 ქულა მიიღო, თუმცა მესამე ადგილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო: დილის სესიის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ინდოელმა ლანჩენბი ჩანუ რაჯკუმარიმ 9.316 ქულა დაიმსახურა, ჯამში 18.039 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ჩემპიონი ეგვიპტელი სონდოს სონბოლი 18.660 ქულით გახდა, ვერცხლს კი ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო 18.199 ქულით დაეუფლა.უშუ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად სწორედ დაკარში იყო წარმოდგენილი.

ბოლო სიახლეები