კახა კალაძე – ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

Read Time:38 Second

ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის. ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არ იყო დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, კალაძემ უპასუხა, რომ გლდანის გამგეობის მუშაობის ანგარიშის განხილვას ესწრებოდა.

კალაძის თქმით, დღეს მმართველ გუნდს კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი არ აქვს.

„ორივე სისტემა დემოკრატიულია, როგორც გერმანული, ასევე პროპორციული. კი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მცდელობა, რომ ეს შერეული სისტემა წარმოადგინონ თითქოს არადემოკრატიულია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. დემოკრატიულია ასევე სრულად მაჟორიტარული და მხოლოდ პროპორციული. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს. გუნდში არიან ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულზე, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელიც მიღებულია და ყველამ პატივი უნდა სცეს მიღებულ კონსტიტუციას“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 60-მდე თეთრი დათვი რუსეთის ერთ-ერთ სოფელს შეესია – ვიდეო
Next post 2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა