კახა კალაძე: ჩემს უკან დგას 30 000-მდე ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობს თბილისისთვის

Read Time:39 Second

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარ გუნდსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, დღეს რომ თბილისელების მხრიდან პატივისცემას იმსახურებს, პირველ რიგში, მისი გუნდის წევრებისა და მათ მიერ გაკეთებული საქმეების დამსახურებაა.

„შეიძლება ყველაზე მეტად მე ვჩანვარ, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ, მხოლოდ ჩემი გაკეთებული არაა. ჩემს უკან დგას 30 000-მდე ადამიანი, გულანთებულები, ყველა ასაკის – ახალგაზრდა, შუახნის, მოხუცებულიც, ვინც ღირსეულად ემსახურება თბილისს. ისინი 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ რაიმე შევცვალოთ, სიახლეები შემოვიტანოთ, ვიამაყოთ ამ ქალაქით. მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ის, რომ დღეს მე ასეთ პატივისცემას ვიმსახურებ თბილისელების მხრიდან, ეს არის თქვენი დამსახურება, იმ გაკეთებული საქმეების დამსახურება, რომელიც ჩვენ ერთად მოვახერხეთ ამ წლებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,95%-ს შეადგენს
Next post გენადი ბალანჩივაძე – მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ