კახა კალაძე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე – ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც

Read Time:28 Second

რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა სამარცხვინო საქციელი რომ იყოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა და პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს თავი არ გამოეყოფა გარეთ, მაგრამ ასე ხომ არ ვუყურებთ
Next post იტალიური გამოცემა: თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ნაპოლში კვარომანიაა