კახა კალაძე: ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება – თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

Read Time:29 Second

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. თანხა ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, – წერს კახა კალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს
Next post „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს არ ცლის და საპროტესტო აქციებს მაინც გამართავს