კახა კალაძე: ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები დღეს, საბედნიეროდ, არ გვყავს – გვყავს კონკრეტული დამნაშავეები

Read Time:1 Minute, 19 Second

ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამის შემდეგ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად იცავს.

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც გაგვაჩნია და რითაც დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ზოგადად, დავამთავრეთ 2012 წელს. ვიცით ყველამ, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას ივნისის ბოლომდე შეასრულებს და ამის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის მეგობრებზე იქნება დამოკიდებული.

„რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს, 12-პუნქტიან გეგმას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცეს ეს რეკომენდაციები, ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით, თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, ვისაც მიენიჭა სტატუსი. მიუხედავად ამისა, 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შევასრულებთ. ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ, ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება”: ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას
Next post დავით თორდია-რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არც პარტია ქართული ოცნება იქნებოდა, არც პრემიერი ღარიბაშვილი და არც მშვიდობა გვექნებოდა ქვეყანაში