კახა კალაძე ფონ კრამონის განცხადებაზე: საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ატარებს – ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება საქართველოს მომავლისთვის

Read Time:40 Second

საქართველოს ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს და ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება საქართველოს მომავლისთვის, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა​ კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ვნახეთ ის ვიზიტი, როდესაც გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყვნენ მასპინძლები, კარგად გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია – ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვთ – ისინი საქართველოს მეგობრები არ არიან, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა – ხელისუფლების ცვლილება. მინდა მათ იმედები გავუცრუო – არაფერი გამოუვათ. მათი ქმედებები და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი ,სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. ამ თემაზე ფონ კრამონმა ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება კარგად
Next post ვინ არის „ბურდღუნიჩი“ , რომელსაც მატერიალური სარგებლის მისაღებად თბილისიდან საბერძნეთში უკავშირდებოდნენ