კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე: აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ, თუ საჭიროა დიპლომატებსაც

Read Time:40 Second

ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ.

„ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად, დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: არჩილ ჩიქოვანი ასოცირდება 2008 წლის ომის მონაწილესთან, ხოლო კირთაძე და ვარშალომიძე ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან
Next post გარდაიცვალნენ ტყუპები, რომელთა დედაც 2 კვირის წინ ასევე კოვიდით დაიღუპა