პარასკევი, მაისი 15, 2026

კახა კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: 2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია – ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფირუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

იქამდე, ამის შესახებ ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ბაგრატიონი: ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება

ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა განაცხადა.პირველ ლედის კითხვა დაუსვეს აქციებისას დაკავებული პირები შეწყალების შესახებ. როგორც საპასუხოდ თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება.„ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიას ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდების შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება. ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

სერგეი ლავროვი – სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს და ერევანს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მოკავშირეობრივია, თუმცა, ამავდროულად, ადვილი არ არის.„დასავლეთი ცდილობს, დსთ-ის ზოგიერთი სხვა წევრის მაგალითის მსგავსად, დაიმორჩილოს და გაწყვიტოს სომხეთის ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად  ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“ აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აბას არაღჩი – მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს, - ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.ამასთან, მისი თქმით, წინა დიპლომატიური მცდელობების შემდეგ ირანს შეერთებული შტატების მიმართ ნდობა არ აქვს.„მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისი მტკიცებით, „ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“.ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებულ შტატებს გამარჯვების გზა არ აქვს.არაღჩის თქმით, თეირანი მიესალმება ჩინეთის ნებისმიერ ძალისხმევას სიტუაციის, რომელიც სიტუაციის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.„ირანი მიესალმება ყველაფერს, რასაც ჩინეთი გააკეთებს სიტუაციის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა არაღჩიმ.

მეხანძრე-მაშველებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყვანეს

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.

ბოლო სიახლეები