კახა კალაძე: უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოჰყვება რეაგირება ამ ფაქტს
მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო დახმარების სამსახური. გადაკეტილია მეტროს ტერიტორია. ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ყველა დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. ელოდებიან კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ გამოძიება, თუ რა მოხდა რეალურად.
“უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოხდება მკაცრი რეაგირება კონკრეტულ ფაქტზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდა, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...