კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მოსახლეობისგან ყოველდღიურად ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები
ვაფასებ და ვუფრთხილდები მოქალაქეებთან ურთიერთობას, რომელიც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩემს მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ვაფასებ და ვუფრთხილდები მათთან ურთიერთობას, რომელიც არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს სპორტული კარიერიდან დაწყებული, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მე ჩემს ქვეყანასთან, ქალაქთან ერთად გავიზარდე. სიყვარულს, რასაც ყოველდღიურად მოსახლეობისგან ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები. პირობას ვაძლევ ჩვენს მოსახლეობას, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მეტად მწვანე, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ამ სიყვარულს დავაბრუნებ დედაქალაქში განხორციელებული პროექტებით“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„ჩვენ პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულებთ არჩევნებს, ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს მხარდაჭერა რიგითი თბილისელების, რომლებსაც უყვართ თბილისი, რომლებიც ხედავენ გაკეთებულ საქმეებს. ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. თბილისის მერობა მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს მძიმე ტვირთია, რთულია მართო ამხელა ქალაქი, სადაც ბევრი პრობლემაა. ჩემი სიძლიერე არის ჩემ მდგომი ძლიერი გუნდი. ჩვენ არანაირი სირთულის არ გვეშინია, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ისეთ პრობლემებს გავუმკლავდით, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, რაც ზოგისთვის მტკივნეული და არაპოპულარული იყო“, – აღნიშნა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...