კახა კალაძე – „სვეტს“ არ გააჩნდა კონკრეტულ ადგილებზე სამშენებლო ნებართვა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ ჰქონდა დაცული

Read Time:51 Second

კომპანია „სვეტს“ სამშენებლო ნებართვა არ გააჩნდა კონკრეტულ ადგილებზე და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ ჰქონდა დაცული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „სვეტისთვის” მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.

კახა კალაძის თქმით, დარღვევები არის ორი მიმართულებით.

„ერთი უნებართვო მშენებლობაა. ამ კონკრეტულ კომპანიას არ ჰქონდა მშენებლობის ნებართვა კონკრეტულ ადგილებზე. ისინი ახორციელებდნენ მშენებლობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მეორე დარღვევა არის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და დავიწყეთ უფლებამოსილების შესრულება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41 დადგენილებაში შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალაშენებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კომპანია სვეტს დარღვევების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცა.

„სახანძრო უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ძალიან ცუდია არსებული სიტუაცია. კომპანიას მივეცით გარკვეული ვადა და შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენგან მითითებული დარღვევები. გამოსწორების შემთხვევაში, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობები განახორციელოს დედაქალაქში. ჩვენ ვხედავთ სადამდე მივედით და რა მდგომარეობაში ვართ. ამას თავი არ უნდა დავუხაროთ და უნდა ვიყოთ პრინციპულები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბონომ თავის ორგანიზაციაში ქალის სექსუალური შევიწროების გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა
Next post ილია მეორე – გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს