კახა კალაძე – საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, ვუთხარით, რომ სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის შემდეგ შემოგვიშვეს ევროპარლამენტში

Read Time:1 Minute, 6 Second

გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარების მისიის შექმნაზე ჩვენი ინიციატივის შემდეგ ვნახეთ, ოპოზიციის წევრები როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, ესეც ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ ევროპარლამენტარებს გიგი უგულავას საქმეზე.

„საქმე, რომელიც ეხება 50 მილიონის ქურდობას, ამის მტკიცებულება არსებობს თავისი ვიდეოკადრებით. შესაბამისად, ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. გუშინ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ვნახეთ, ოპოზიციის წევრები როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, ესეც ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, რეალურად რა ხდება უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს სალომე სამადაშვილის პოსტის შესახებ, სადაც ის წერს, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამადაშვილის სისულელეებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს.

„სამადაშვილის სისულელეები მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპარლამენტარები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე დიალოგის გაგრძელება
Next post პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სიცრუეს უწოდებენ ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიუნხენში გიორგი გახარია სერგეი ლავროვს შეხვდება