კახა კალაძე – სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ – პატარა დაპირისპირებები იყო, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ

Read Time:43 Second

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის.

„პატარა დაპირისპირებები იყო. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს ენერგია, რაც აქვს ყველა ადამიანს და ახალგაზრდას, მოვახმაროთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ნონსენსია, როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ და მმართველი პარტიის წევრებს ეკითხებიან, იქ რას აკეთებენ.

„ნონსენსია რასაც მეუბნებით, საუბრობთ იმაზე, „ქართული ოცნების” აქტივისტები რატომ ჩაერთვნენ პროცესში, როდესაც „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ, „ქართული ოცნების” წევრებს ეკითხებით რატომ ხართ აქ, ეს ნორმალური გგონიათ? სირცხვილია და უხერხულია. აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა მოსაზრება აქვს, მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ეს ენერგია ქვეყნის განვითარებას მივახმაროთ”,- განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა მიმართულებით იმოძრავებენ ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი
Next post დიანა ჯიშიაშვილი, 29 წლის, თბილისი