კახა კალაძე: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას
მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა.
„დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურისა და გამგეობების თანამშრომლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ისინი მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ, რათა ყველგან მივიდეთ, სადაც პრობლემები ფიქრირდებოდა და მოსახლეობას დახმარება აღმოვუჩინოთ. საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მოქალაქეების მხრიდან „112“-შიც შედის ზარები და მერიის ცხელ ხაზზეც ბევრი ზარი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყველა ზარს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ მისამართზე შენობის კედელი ჩამოიშალა, რამაც იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.
„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს არის მარიჯანის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა შენობა დაუმთავრებელია და მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი, თუმცა ძლიერმა ქარმა კედლის ჩამოშლა გამოიწვია და ავტომობილები დაზიანდა. მინდა, ეს სწორი ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ და არ იქნეს ეს გამოყენებული მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც, ძირითადად, ადგილი აქვს ხოლმე ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...