კახა კალაძე საგზაო სამუშაოების დასრულების თარიღს ასახელებს და საცობების მიზეზებზე საუბრობს

Read Time:36 Second

თბილისის ქუჩებში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საცობებთან და ქუჩებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში საცობები საგზაო სამუშაოებს არ უკავშირდება, არამედ ამის მიზეზი მომრავლებული ავტომობილებია.

„ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში ყოველწლიურად 6-7% იზრდება. სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს”,- განაცხადა მერმა.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, მისი განმარტებით, ყველაზე რთული ეტაპი დასრულებულია.

„საგზაო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი რაც იყო: გადათხრები, კომუნიკაციების შეცვლა, სანიაღვრეების მოწყობა, ყველა ლოკაციაზე დასრულდა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მხრივ ყველაზე

რთული იყო ბარათაშვილის აღმართი, კოსტავა-შარტავას ქუჩები და მისი განშტოებები. ამ ქუჩებზე მოასფალტების პირველი ფენა გაკეთდა. კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს კუნძულების მოწყობას, ბორდიურების შეცვლას, ტროტუარებისა და გარე განათების მოწესრიგებას. სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი
Next post გია ხუხაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ხან ფეხში გაირტყას და ხან ისეთ ადგილებში, რასაც ვერ ვიტყვი