კახა კალაძე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე: ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ

Read Time:26 Second

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

„საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს შორის სამუშაო შეთანხმებას ხელი მოეწერა
Next post ასოცირების საბჭო: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში