კახა კალაძე: როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

Read Time:49 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, თუნდაც გამოსვლით, მიტინგით. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისეთი ფაქტები, როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში “ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო აქცენტი გაკეთებული. ასეთი განცხადებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, მშვიდობა. ცხადია, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა”

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს”. გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზარქუა: სააკაშვილის ჩანაწერი გაიხსენეთ, აბა, როგორ გინდა, თუ სისხლი არ დაიღვარაო, თუ ვინმე არ მოკვდა, დემოკრატია რანაირადო? მათ დემოკრატია სწორედ ასე მიაჩნიათ
Next post სოზარ სუბარი ნაცმოძრაობას: ქუჩაში კლავდით ადამიანებს და შემდეგ მაღაზიის თავზე აწყობდით – აი ეს არის თქვენი სახე