სამშაბათი, აგვისტო 25, 2026

კახა კალაძე – პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს  მიმართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალს.

მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას.

„როგორ შეიძლება, ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული? ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს.

„იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს – ევრობიუროკრატი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3,0 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, მისი რომელი შვილი იყო სავარაუდო სამიზნე და არც დამატებითი დეტალები გაუმჟღავნებია.„ირანმა ჩემი ერთ-ერთი შვილი მიზანში ამოიღო. ირანი ცდილობდა ჩემი ერთ-ერთი შვილის მოკვლას. ამიტომ ის უსაფრთხოება, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისი თქმით, დაცვის გარეშე სავარაუდო თავდამსხმელები მიზნის მიღწევას შეძლებდნენ.როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება შინ ბეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მის ვაჟებს, ასევე მის მეუღლეს, უსაფრთხოების დაცვა, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, ნეთანიაჰუს რომელი ვაჟი იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე, ასევე უცნობია, როდის და რა ფორმით იგეგმებოდა მკვლელობის მცდელობა.

რატომ უნდა მიართვან ბავშვებმა ყვავილები ღვთისმშობლის ხატს… – მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას – ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ხდება ის, რაც მისთვის გამოგზავნილ...

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.„დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი აბსურდი იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ა.შ. ის, რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში შინაარსობრივად წერია. დღეს სწორედ ეს ხდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. მიხვდა რომ ასეთ რამეს უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც შემონათვალი იყო. წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. აცხადებს და ალბათ, კიდევ განაცხადებს, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SFLG Global Platform-ი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.თამარ ბაგრატიონის შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.„ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება შვიდ მარადიულ საყრდენს: ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ბოლო სიახლეები