პარასკევი, მარტი 14, 2025

კახა კალაძე: ოკუპაციის მსხვერპლთა სახელების უკვდავსაყოფად პარკი უნდა გაშენდეს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა და ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეთა სახელების უკვდავსაყოფად სკვერის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არამარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.

საქართველო გმირების ქვეყანაა”, – წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.  ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე დამარცხებული არიან

ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ მათ კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია უკვე დამარცხებულია.„ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც იქნებიან უკვე ძალიან დამარცხებული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ გამოიტანა გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებით მოქმედებენ. ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები და არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები, მხარდამჭერების, რომლებიც მათთვის თითქმის აღარც არსებობენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ალექსანდრე იაშვილი – სომხეთთან რთული მატჩები გველის და „დინამო არენაზე“ დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და „დინამო არენაზე“ დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„მარტის თამაშები მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს, B დივიზიონში დავრჩეთ. სომხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე გვყავს და რთულ თამაშებს ველით. ჩვენთვის „დინამო არენაზე“ თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს, სადაც საბერძნეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველად ვითამაშებთ.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ერთმანთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გაიხსენეთ, 2023 წელს, შოტლანდიასთან ეროვნული ნაკრების მატჩის მეორე დღეს ცხრა მოთამაშე ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშა. იმის თქმა მსურს, რომ  21-წლამდელთა გუნდი სანაკრებო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდება. 20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის

სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კაია კალასი – მხოლოდ ჩინეთი სარგებლობს სავაჭრო ომებით, რომელსაც აშშ მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს

ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თვლის, რომ ჩინეთი „იცინის“ აშშ-ის სავაჭრო ომზე. ამის შესახებ კალასმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აზრით, მხოლოდ ჩინეთი სარგებლობს სავაჭრო ომებით, რომელსაც აშშ თავისი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს.„ვინც შორიდან იცინის ან შორიდან აკვირდება – ეს ჩინეთია. ის ნამდვილად იგებს იმით, რომ აშშ სავაჭრო ომს აწარმოებს ევროპასთან“, – განაცხადა კალასმა.უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა საპასუხო ზომებისთვის, თუმცა მოუწოდა თავშეკავებისკენ, რადგან სავაჭრო ომები, ჩვეულებრივ, იწვევს ინფლაციის ზრდას, რაც მომხმარებლებს აზარალებს.„ჩვენ ვინარჩუნებთ ცივ გონებას და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები, როცა ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა კაალასმა.აღნიშნული კომენტარი კალასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს.

გია ვოლსკი – არავისთვის კითხვას აღარ ტოვებს საქართველოს შესაბამისი უწყებების პროფესიონალიზმი, რომლითაც უპირისპირდებიან, მათ შორის, ტერორიზმის საფრთხეებს, ეს დასაფასებელია

კითხვას აღარ ტოვებს საქართველოს შესაბამისი უწყებების პროფესიონალიზმი, რომლითაც უპირისპირდებიან, მათ შორის, ტერორიზმის საფრთხეებს, ეს დასაფასებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.„არავისთვის კითხვას აღარ ტოვებს საკითხი, რასაც ჰქვია საქართველოს შესაბამისი უწყებების მაღალი პროფესიონალიზმი, რომლითაც უპირისპირდებიან საქართველოში გარედან მომავალი საფრთხეების გავრცელებას, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეებს. ვიცით მაგალითები, რამდენად ინტენსიური, საქმიანი და მაღალი დონის არის ჩვენი შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ამას დაფასება სჭირდება.საქართველო სტაბილური ქვეყნის ყველა მაჩვენებელს ინარჩუნებს და აქედან გამომდინარეობს ის შეფასებებიც, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით კეთდება. საქართველოში ტურიზმის დიდი ნაკადია და ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი. საქართველოს დედაქალაქში და ყველა ქალაქში შეიძლება ქუჩაში ყოფნა უსაფრთხოდ დღის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში. ეს ჩვენი სამართალდამცავების, პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურების ინტენსიური, წარმატებული და მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგია, რაც ყველანაირად დასაფასებელია. სამწუხაროა, რომ ამას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით პროფესიონალურად უნდა მსჯელობდნენ და არა პოლიტიკური გადმოსახედიდან აკეთებდნენ შეფასებებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები