კახა კალაძე: ნიკა მელიას ტაქტიკაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ამის დრო არ მაქვს

Read Time:34 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გლდანის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას ტაქტიკას შეეხებოდა, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ ის ოპონენტებზე არ საუბრობს და მას მოსახლეობასთან უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი სურს.

„ნიკა მელიას ტაქტიკაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ამის დრო არ მაქვს. მე წარვადგინე ჩემი საარჩევნო პროგრამა, ხედვები და ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ ოპონენტებზე არ ვისაუბრო. მე თბილისელებს უნდა მოვუყვე დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ყველას გვაინტერესებს როგორი იქნება ჩვენი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ, რა პროექტები განხორციელდება, რა რეკრეაციული სივრცეები შეემატება ქალაქს, როგორი იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ. დიდი ბოდიში ოპონენტებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა დღითიდღე იზრდება
Next post ლევან დავითაშვილი: „ჯიღაურაში გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული“