კახა კალაძე: ნიკა მელიას დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში

Read Time:45 Second

,,ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, გარეთ იქნება, თუ შევა ციხეში.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, ის გირაოს გადაიხდის. შეიძლება, პირდაპირ არა თვითონ, არამედ მისმა მეგობრებმა გადაიხადონ. მხოლოდ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, ის იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს, დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე – ჩვენ გვახსოვს, 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა მელია პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მაქვს, მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის
Next post დავით ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის არსებული კოვიდრეგულაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი