კახა კალაძე მოსამართლეების სანქცირებაზე: ადამიანები, რომლებიც დღეს ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო

Read Time:34 Second

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს.

„გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს. სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველოში მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი სწორ ანალიზს გააკეთებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი დეგნანზე: ორმაგი სტანდარტების მწვერვალია, ამჟამინდელ სასამართლოსთან მიმართებაში იყო ასეთი არაადეკვატურად კრიტიკული და ერთი სიტყვა არ წამოგცდეს სასამართლოდ წოდებულ, ნაც-მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტზე
Next post ხაინდრავა სამადაშვილზე: ქაჯი და არარაობა – როგორ ზუსტად აღწერა საკუთარი პორტრეტი საჯარო პოლიტიკაში