სამშაბათი, ივნისი 16, 2026

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ნაძალადევის რაიონში ირაკლი ხელაძის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და იმედი გამოთქვა, რომ გამოიძებნება კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც სკვერები მოეწყობა.

„როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ რასაც ამბობ იმას აკეთებ, ბევრს მუშაობ, უფრო მეტს მოითხოვს შენგან. ადამიანებს სურთ წარმატებული პროექტები თავიანთ უბნებშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივია. აუცილებელია სივრცეების გამოძებნა და სკვერების მოწყობა, ბევრი პარკის მაგალითი გვაქვს, რაც მოქალაქეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომაც ეს მიმართულება უნდა განვაგრძოთ. სკვერების მოწყობა ყველა უბნისთვის დამატებითი სიცოცხლის შეძენას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე დაგვთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, მოიცავს თუ არა შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას.„არა, არ მოიცავს“, – უპასუხა ტრამპმა.მისივე თქმით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად „მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.

გარდაიცვალა ნელი სალაძე

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებენ.ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა. ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, – ნათქვამია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის სამძიმრის წერილში.

„წინა დღეს იუბილარი იყო…“ – ცნობილი თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.

ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა.„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც.გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო.და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს თოფურია.

დონალდ ტრამპი – გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა

გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ისინი მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო, დაცული და უპრობლემოა“.„ასევე არსებობს გადაადგილების სხვა მარშრუტებიც!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები