კახა კალაძე: მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება

Read Time:39 Second

მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მან დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მერია აღნიშნულის შემდეგ ასევე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

„მომავალი წლიდან ვიწყებთ მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა, ახალი პარკების გაშენება და არსებულების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ. 2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არასდროს შევეგუებით უკანონობასა და გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით, მიწების მიტაცებასა და ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს
Next post ირაკლი ზარქუა – ერთი თვეა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპროტესტო აქცია აქვს, თურმე, შერიგება უნდათ, მაგრამ პრეზიდენტთან არ მიდიან, ეს მეტყველებს, რომ მათი ცრემლები ბლეფია