კახა კალაძე: მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს…

Read Time:1 Minute, 6 Second

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს. თქვენ იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული საკმაოდ ბევრი გვყავს, 3000 ადამიანს აღემატება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილებული ყოფილიყვნენ ფართებით. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და დღეს, მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები. ჩვენ განვსაზღვრეთ წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები დაკმაყოფილდნენ პირველ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს სრული სია და დაბალი სოციალური მდგომარეობის მიხედვით ხდება ფართების გადაცემა. ეს კონკრეტული კორპუსი მდებარეობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მიმდებარედ. შენობა მერიის კუთვნილებაშია და ფართები უკვე დღეს 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საკრებულო აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა კონკრეტულ მიწებზე, რათა აშენდეს შენობები, რომ მოხდეს აღნიშნული ადამიანების დაკმაყოფილება, თუმცა რამდენჯერმე ეს ინტერესთა გამოხატვა ჩავარდა.

„შევცვალეთ მიდგომები, ბიზნესთან გვქონდა ურთიერთობა და იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო დაინტერესებულიყო გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ“, – აღნიშნა კალაძემ და ის კონკრეტული ადგილები დაასახელა, სადაც აღნიშნული შენობები აშენდება, მაგალითად, ნუცუბიძის ფერდობსა და დიღომში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ქალი, რომელსაც გააჩნია ეს 5 თვისება
Next post შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავებს კრძალავს