კახა კალაძე მზადაა ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდეს

Read Time:24 Second

თბილისის მერი კახა კალაძე ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მზადაა მათთან მოლაპარაკება აწარმოოს.

“ჩვენი კარი არის ყველასთვის ღია, ვისაც რაიმე შეკითხვა აქვს ,ან პრობლემა არსებობს, ჩვენ მზად ვართ ყველასთან შეხვედრისთვის, გავიაროთ ინდივიდუალურად კონკრეტული შემთხვევები. ასე რომ პრობლემა არავის აქვს ჩვენთან კომუნიკაციის,”- თქვა კალაძემ.

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მთაწმინდის ქედის ჩამოშლას აპროტესტებენ. ქედის ადგილას სასტუმრო “თბილისი სასტუმრო მთაწმინდაზე” შენდება.

აქციის მონაწილეები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ შეჩერდება აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია მაისაშვილის ცხედარს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
Next post თავისუფლების მოედანზე ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია დასრულდა