კახა კალაძე – მგონი, ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტული გეგმა ჰქონდა

Read Time:42 Second

დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის შეფასებით, ცალკეული ინციდენტების გარდა, საერთო ჯამში, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს.

„საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ცემს ამომრჩეველს. პირდაპირი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წიხლებს ურტყამს და ფიზიკურად უსწორდება, რაც ძალიან მძიმეა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. სხვა შემთხვევაში, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

ზოგი ესაუბრება ამომრჩეველს კონკრეტული ხედვებით, პროგრამებით, ზოგს საერთოდ არაფერი აქვს და ბრტყელ ბრტყელ სიტყვებს ურახუნებენ, საერთოდ ხედვა არ აქვთ ქალაქთან დაკავშირებით, რა სჭირდება ამ ქალაქს, რა სჭირდება თბილისელებს, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია. მთელი კამპანიის განმავლობაში მგონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელსაც კონკრეტული, გაწერილი გეგმა ჰქონდა, კონკრეტული პროექტებით, რაიონების, ქუჩების მიხედვით, პროექტების დასახელებით, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი. დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე, გარდა თბილისსა და თბილისელებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას
Next post მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ – ივანე ჩხაიძე